ამერიკის შეერთებული შტატების მისისიპის შტატში წინა ღამით მომხდარმა სროლებმა 8 ადამიანის, მათ შორის ადგილობრივი შერიფის მოადგილის, 36 წლის ულიამ დარის სიცოცხლე იმსხვერპლა. ინფორმაციას პოლიციაზე დაყრდნობით BBC ავრცელებს.
სამხრეთ მისისიპის ლინკოლნის საგრაფოში ცეცხლსასროლი იარაღიდან სამ სხვადასხვა ადგილას ისროდნენ. ეჭვმიტანილი მამაკაცი - ადგილობრივი მედიის ცნობით, კორი გოდბოლტი - კვირას, დილით დააკავეს და იგი ამჟამად პოლიციის განყოფილებაში, პატიმრობაში იმყოფება.
ხელისუფლების განცხადებით, ძალიან ადრეა იმაზე საუბარი, თუ რა მოტივით განხორციელდა მკვლელობები.
შერიფის მოადგილე უილიამ დარი, რომელიც სროლებისას დაიღუპა და სამი ქალი ერთ ადგილას იპოვეს, მეორე ადგილას პოლიციამ ორი მამრობითი სქესის მოზარდის ცხედარი იპოვა, ხოლო მესამე ადგილას ქალისა და მამაკაცის ცხედრებია ნაპოვნი.
ეჭვმიტანილი, კორი გოდბოლტი, მას შემდეგ რაც იგი დააკავეს, ადგილობრივ გაზეთს The Clarion-Ledger -ს ესაუბრა.
მან თქვა, რომ იგი „დამნაშავეა“ და „სიცოცხლის ღირსი არ არის“ მას შემდეგ, რაც მან ჩაიდინა.
მან თქვა, რომ იგი მის ცოლს და ცოლის ოჯახს ესაუბრებოდა იმის შესახებ, რომ მისი შვილები სახლში წაეყვანა, როცა ვიღაცამ პოლიციას დაურეკა.
კორი გოდბოლტმა თქვა, რომ მას ვიღაცამ ესროლა, და დაკავების შემდეგ იარაღისაგან მიყენებულ ჭრილობას წამლობდა, აცხადებს გაზეთი.
მისისიპის გუბერნატორმა ფილ ბრიანტმა ინციდენტს „უგუნური ტრაგედია უწოდა“.
„ყოველდღიურად, მამაკაცები და ქალები, რომლებიც პოლიციის მუნდირს ატარებენ, თავიანთი საზოგადოების დაცვას და სამსახურს მსხვერპლად ეწირებიან. ძალიან ხშირად, ჩვენ საუკეთესოებს ვკარგავთ“, ნათქვამია გუბერნატორის განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.