საბერძნეთის ყველაზე ცნობილი ვეტერანი პოლიტიკოსი, ქვეყნის ყოფილი პრემიერ მინისტრი კონსტანტინ მიცოტაკისი ორშაბათს გარდაიცვალა. იგი 98 წლის იყო.
გარდაცვალებისას იგი „გარემოცული იყო ადამიანებით, რომლებიც მას უყვარდა და რომლებსაც ის უყვარდათ“, ნათქვამია ოჯახის მოკლე განცხადებაში, რომელიც ათენის ნახევრად ოფიციალურმა სააგენტომ გაავრცელა.
მიცოტაკისი, რომლის პოლიტიკური კარიერა ნახევარ საუკუნეზე მეტ ხანს გაგრძელდა, საბერძნეთის პრემიერ მინისტრის პოსტზე 1990-დან 1993 წლამდე მსახურობდა.
„როიტერსის“ ცნობით, 1918 წლის ოქტომბერში კრეტაში დაბადებული მიცოტაკისი პირველად პარლამენტში 28 წლის ასაკში აირჩიეს, როგორც „ლიბერალური პარტიის“ წევრი. სამართლის და ეკონომიკის დიპლომიანი პოლიტიკოსი რამდენიმე სამინისტროს ხელმძღვანელობდა, სანამ 1984 წელს კონსერვატიული „ახალი დემოკრატიის პარტიის“ ლიდერი გახდებოდა.
ოთხი შვილის მამა, მიცოტაკისი პარლამენტიდან 2004 წელს წავიდა, მაგრამ „ახალი დემოკრატიის პარტიის“ საპატიო პრეზიდენტად დარჩა.
„ახალი დემოკრატიის პარტიის“ ამჟამინდელი თავმჯდომარე მისი ვაჟი, კირიაკოსია. აღნიშნული პარტია ახლა საბერძნეთში მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური ძალაა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.