საქართველომ მოახდინა დემონსტრირება იმისა, რომ ქართველმა ხალხმა მკაფიო არჩევანი გააკეთა - რომ საქართველო ევროატლანტიკურ საზოგადოებას ეკუთვნის, აღნიშნული განცხადება ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა დღეს, ასამბლეის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
პაოლო ალის თქმით, „თბილისში ყოველი ვიზიტისას, ვხედავ, როგორია საერთო სულისკვეთება - ქართველი ხალხი გრძნობს, რომ მათი ბედისწერა და მომავალი ევროკავშირსა და ნატოსთან ერთადაა".
პაოლო ალის განცხადებით, ნატოს საპარლამენტო ასამბლეა ბოლო 15 წელია, აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ასამბლეის პრეზიდენტმა ისაუბრა საერთაშორისო უსაფრთხოებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების კონტრიბუციაზე და აღნიშნა, რომ ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა მაღალი დონის პროფესიონალიზმისა და ნატოში ინტეგრაციისთვის მზაობის დემონსტრირება მოახდინეს. პაოლო ალიმ ქართველ სამხედროებს გლობალურ უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საზოგადოება იმ ქართველი ჯარისკაცების ვალშია, რომლებმაც მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის ბრძოლას საკუთარი სიცოცხლე შესწირეს.
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ისაუბრა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შესახებაც და განაცხადა, რომ ნატო მხოლოდ თავდაცვის ალიანსი არ არის - ეს არის ხალხთა ერთობა, რომლებსაც დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ფუნდამენტური უფლებების, მოქალაქეების სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობის ღირებულებები აერთიანებთ. მისივე განცხადებით, ეჭვგარეშეა, რომ საქართველო ამ საერთო ღირებულებებს იზიარებს.
ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებით, 2016 წელს, საპარლამენტო არჩევნებმა დაადასტურა, ქართველი ხალხის მიდრეკილება დემოკრატიისადმი. როგორც პაოლო ალიმ აღნიშნა, ამ გზაზე ქართველების მხარდაჭერა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება.
მისი თქმით, ნატოს საპარლამენტო ასამბლეა სისტემატიურად გმობს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციას. მისი თქმით, რუსული ანექსია მიუღებელია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.