ირაკლი კობახიძემ, პაოლო ალიმ და ანდრეი პარუბიმ სამმხრივი შეხვედრა გამართეს
29-05-2017, 02:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პაოლო ალიმ და უკრაინის ვერხოვნა რადას თავმჯდომარემ, ანდრეი პარუბიმ სამმხრივი შეხვედრა გამართეს.

 

 

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ურთიერთობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეული წარმატების, რეგიონში არსებული ვითარებისა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეასთან სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს.

 

 

ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და უკრაინას შორის მეგობრობისა და სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, საერთაშორისო ფორმატებში მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობა. საუბარი, ასევე, შეეხო შავი ზღვის რეგიონში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გააქტიურების მნიშვნელობას.

 

 

პაოლო ალიმ საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, მათი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა. მისივე თქმით, ასამბლეა მზად არის, ქვეყნებს ამ მიმართულებით მიზნის განხორციელებაში დაეხმაროს", აღნიშნულია პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი