ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, National Geographic Traveler-მა საქართველო მსოფლიოს 50 ყველაზე საინტერესო ტურისტულ მიმართულებათა სიაში შეიყვანა.
ამის შესახებ კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. ვიცე-პრემიერის თქმით, ეს გადაწყვეტილება საქართველოს ტურიზმის განვითარებას ძალიან დაეხმარება.
„მინდა გითხრათ ერთი ძალიან სასიხარულო ინფორმაცია – National Geographic Traveler-მა საქართველო მსოფლიოს 50 ყველაზე საინტერესო ტურისტულ მიმართულებათა სიაში შეიყვანა. ამის შესახებ უკვე მიღებულია გადაწყვეტილება და ვფიქრობთ, ეს ძალიან დაეხმარება საქართველოს ტურიზმის განვითარებისა და საერთაშორისო ტურისტული იმიჯის დამკვიდრებისთვის“, – გნაცხადა კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.