მეუფე პეტრე ცაავა: პატრიარქი ისევ დეზინფორმირებულია
29-05-2017, 07:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პატრიარქი ისევ დეზინფორმირებულია.... ღმერთმა დაიფაროს საქართველოს ეკლესია და თუ პატრიარქი ამ ყველაფრის საქმის კურსშია, მაშინ ძალიან მძიმე დღეში ყოფილა ჩვენი ეკლესია,“ ასე გამოეხმაურა ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ცაავა საპატრიარქოს იურისტის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

 

 

ედიშერ ქარჩავას განცხადებაზე, რომ მეუფე პეტრეს სურვილია კათოლიკოს-პატრიარქის მოკვდინება, ჭყონდიდის მიტროპოლიტი აცხადებს, რომ დაჯგუფება, რომელმაც „84 წლის კაცს მძიმე ოპერაციის წინ უთხრა, რომ თითქოს, მღვდელი მოდიოდა შენს მოსაწამლადო" - „ყველაფერზე წამსვლელია".

 


„ის, რომ დღემდე ჩემი დამოკიდებულება იმ ადამიანებისა, იმ გარემოცვამ, რომელთაც პატრიარქს უთხრეს ოპერაციის წინ 84 წლის კაცს ამ მძიმე ოპერაციის წინ, რომ თითქოს, მღვდელი მოდიოდა შენს მოსაწამლადო, შენი დაცვის უფროსი, შენი სიძე ასევე იყო ამ საქმეში ჩართულიო, ეს ადამიანები და დაჯგუფება, რომელთა უკანაც და მეთაურიც ეს არსებული ქალბატონია, ყველაფერზე წამსვლელები არიან. ამ სცენარის გაგრძელებაა, სანამ პატრიარქი ამ ადამიანების გარემოცვაშია, მანამ ჩვენ არ ვართ დაცული მსგავსი ინტრიგებისა, პროვოკაციებისა და მსგავსი ცილისწამებისგან, რაც ემსახურება ეკლესიისა და პატრიარქის დისკრედიტაციას,“ განაცხადა მეუფე პეტრე ცაავამ.

 

 

ჭყონდიდის მიტროპოლიტი დიდი საეკლესიო კრების მომზადების აუცილებლობაზე საუბრობს.

 

 

„კიდევ ერთხელ ვრწმუნდები საეკლესიო სამართლის, საეკლესიო სასამართლოს და დიდი საეკლესიო კრების მომზადების გარდაუვალობასა და აუცილებლობაში. საქართველოში არსებული სახელმწიფოებრივად, ეროვნულად მოაზროვნე ძალები და ადამიანები დადგებიან ფეხზე, რომ ჩვენი წილი დიდგორი აუცილებლად მოვიგოთ,“ განაცხადა მეუფე პეტრემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი