მაღალმთიან რეგიონებში დაქორწინებულებს შესაძლოა, სახლი და ფული გადაეცეთ ან მცირე ბიზნესი დააწყებინონ
08-04-2015, 05:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


დემოგრაფიული აღორძინების ფონდის თავმჯდომარის თამარ ჩიბურდანიძის განცხადებით, მაღალთიან რეგიონებში ქორწინებები წახალისდება.მისი თქმით, ამ მიზნით შესაძლოა, ახალდაქორწინებულ წყვილს სახელმწიფომ საცხოვრებელი ფართი, თანხა ან მცირე ბიზნესი გადასცეს, ამის შესახებ თამარ ჩიბურდანიძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა.


ჩიბურდანიძის განმარტებით, მაღალ მთაში ქორწინებების დაბალი მაჩვენებელი მძიმე სოციალური მდგომარეობითაა განპირობებული.


„მთიან რეგიონებში ქორწინებათა მაჩვენებლის მიხედვით ცუდი მდგომარეობაა. ძალიან ბევრი ბერბიჭა და შინაბერაა. ამ მაჩვენებლით ერთ-ერთ წინა ადგილზე დგას ყაზბეგი. როგორც გამოირკვა, დაუქორწინებლობის მიზეზი ეკონომიკური სიდუხჭირე და სოციალური პირობებია. ამიტომ ჩვენ ხელისუფლებასთან ერთად ვმუშაობთ იმაზე, რომ მთის კანონში ბევრი ისეთი წამახალისებელი ფაქტორი ჩაიდოს, რაც ამ ხალხს ოჯახის შექმნას გაუიოლებს. ბევრ ქვეყანაში ახალდაქორწინებულებს ერთჯერადი სახით დიდ ფულად ჯილდოს აძლევენ, ან საცხოვრებელი ფართით არის საჩუქარი, ან მცირე ბიზნესის დაწყებაში ეხმარებიან. ჩვენს გვსურს რამე მსგავსი წახალისება დავაწესოთ მაღალმთიან რეგიონებში. ვთქვათ, წყვილს რომ რაიმე მცირე ბიზნესი დავაწყებინოთ, ისინი უკვე ოჯახის შექმნას შეძლებენ“,- განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.


ჩიბურდანიძემ ასევე აღნიშნა, რომ შიდა მიგრაციის მაჩვენებელი ძალიან მაღალია. ამ კუთხით სამეგრელო ზემო სვანეთში, მცხეთა მთიანეთში ცუდი მდგომარეობაა, ასევე საქართველოს საზღვრისპირა ზოლი თითქმის მთლიანად დაცლილია.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი