დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, გრანტების მოძიებაზე ხელშეკრულება დეკანოზმა გიორგი მამალაძემ პატრიარქის მიერ გაცემული მინდობილობით გააფორმა.
აღნიშნულ საკითხზე რამიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და საქმესთან დაკავშირებული ხელშეკრულება და მინდობილობაც წარმოადგინა.
რამიშვილის მტკიცებით, ილია მეორის მიერ გაცემული მინდობილობით, მამა გიორგი მამალაძეს კლინიკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით, შეეძლო სამართლებრივი ქმედებების განხორიციელება.
„გაფორმებულია ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი უკრაინის მოქლაქე სერგეი ჯანგოვთან, სადაც მითითებულია, რომ თანამშრომლობის მიზანი იყო კლინიკის საკუთრებაში არსებული სამედიცინო ცენტრის სრული რეკონსტრუქცია, ინვენტარით და დანადგარებით აღჭურვა. როცა ბატონი ედიშერ ქარჩავა ბრძანებს, თითქოს სერგეი ჯანგოვთან ჰქონდა საერთო ინტერესები მამა გიორგი მამალაძეს და უნდა მომხდარიყო ფულის გათეთრება, არის სიცრუე. სერგეი ჯანგოვს არაერთხელ ჰქონია ურთიერთობა ლტოლვილთა და განსახლების ყოფილ მინისტრ დავით დარახველიძესთან, სოციალური საკითხებზე და ამ შემთხვევაში სერგეი ჯანგოვი იყო შუამავალი დონორებთან. კლინიკისთვის უნდა მოძიებულიყო 10 მილიონი დოლარი და ამასთან ერთად მიმდინარეობდა სხვა პროექტებიც, მათ შორის, სკოლების პროექტების დამუშვებაც. პატრიარქის მიერ გაცემული მინდობილობით გაფორმდა ხელშეკრულება გრანტების მოძიებაზე, რაც დაფიქსირებულია ნორტარიუსის მიერ დამოწმებულ დოკუმენტში. ეს ფიქსირდება იმ ხელშეკრულებაში, რომელიც გაფორმდა 10 მილიონზე. თუმცა, ეს თანხა არ გადმორიცხულა. ხელშეკრულებაში დეტალურად იყო გაწერილი, თუ რაში უნდა დახარჯულიყო მოძიებული თანხები", განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.