საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს, როუზ გოტმიოლერს შეხვდა. მხარეებმა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგი განიხილეს.
პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიერ არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესზე და კიდევ ერთხელ დადასტურდა ნატო-ს მზაობა- ხელი შეუწყოს საქართველოში რეფორმების განხორციელებასა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის შემდგომ გაძლიერებას.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა ხაზი გაუსვა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის მხარდამჭერი დეკლარაციის მიღების მნიშვნელობას, რომლის თანახმად საქართველოს თანამშრომლობა ალიანსთან მოიცავს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს, რაც მას საბოლოო წევრობისთვის მოამზადებს. გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, აღნიშნული დოკუმენტი ალიანსის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის, მისი ტერიტორიული მთლიანობისა და ნატო-ში გაწევრიანების პროცესის მხარდაჭერის ძლიერი დემონსტრირებაა.
ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის განცხადებით, ნატო აგრძელებს საქართველოს, როგორც განსაკუთრებული ასპირანტი ქვეყნის, მხარდაჭერას. მისივე თქმით, საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებაში.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძე , საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა, ნატო-ში საქართველოს წარმომადგენელი ალექსანდრე მაისურაძე დაესწრნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.