საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში პოლონეთის პრეზიდენტის დახვედრის ცერემონია გაიმართა
30-05-2017, 02:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პოლონეთის პრეზიდენტის და პირველი ლედის სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში პრეზიდენტის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონიით დაიწყო - შესრულდა საქართველოსა და პოლონეთის სახელმწიფო ჰიმნები, რის შემდეგაც გიორგი მარგველაშვილმა და ანდჟეი დუდამ საქართველოს სახელმწიფო დროშას მიაგეს პატივი და ერთმანეთს სახელმწიფო დელეგაციები წარუდგინეს.

 


პრეზიდენტის ადმინისტრაცისი ცნობით, ოფიციალური დახვედრის ცერემონია საქართველოს პირველი ლედის მაკა ჩიჩუას და პოლონეთის პირველი ლედის მონაწილეობით გაიმართა.

 

ცერემონიის შემდეგ საქართველოს პირველმა ლედიმ აგატა კორნჰაუზერ-დუდას სასახლეში ჩაიზე უმასპინძლა.

 


ცერემონიას ვიცე პრემიერი ალექსანდრე ჯეჯელავა, ევროპულ და ევროტლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთში ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, პოლონეთის ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკევიჩი სახელმწიფო მდივანი, პრეზიდენტის კაბინეტის ხელმძღვანელი ქშიშტოფ სთერსკი, სახელმწიფო მდივანი, ეროვნული უშიშროების ბიუროს უფროსი პაველ სოლოხი პარლამენტის წევრი, პოლონეთი-საქართველოს საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარე მალგოჟატა გოშიევსკა, პარლამენტის წევრი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სახელმწიფო მდივანი იან ჯიჯიჩაკი, პრეზიდენტის მრჩეველი ურშულა დოროშევსკა, საგარეო საქმეთა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მარჩინ ფშიდაჩი, დირექტორის მოადგილე, პრეზიდენტის ოფისი, პროტოკოლის განყოფილება დოროთა სქშიფეკი, დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ირინა ლიხნეროვიჩ-აუგისტენი ესწრებოდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი