თბილისის საქალაქო სასამართლოში ნინო ბურჯანაძის დაკითხვა 2 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.
დაკითხვის შემდეგ, ბურჯანაძემ მედიისთვის კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ გამოძიებას ობიექტური ინფორმაცია მიაწოდა.
"მე აბსოლიტურად ობიექტური ინფორმაცია წარმოვადგინე არა მარტო 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით, არამედ რამდენიმე თემაზე ვისაუბრე, მათ შორის 2008-2009 წლის მოვლენებთან დაკავშირებითაც. იმედი მაქვს, ჩემს მიერ მიწოდებული აბსოლიტურად ობიექტური ინფორმაცია გამოძიებას სამართლიანი განაჩენის გამოტანაში დაეხმარება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა იმ დანაშაულში, რომელზეც დღეს იყო საუბარი, მთავარი დამნაშავე მიხეილ სააკაშვილია. მე აუცილებლად მომიწევს მოწმის სახით სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა," - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 11:00 საათზე, ნინო ბურჯანაძე 26 მაისის საქმესთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკითხვაზე დაიბარეს.
http://topnews.mediamall.ge/?id=87984
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.