საქართველოს თავდაცვის მინისტრის, მინდია ჯანელიძის განცხადებით, ჩვენი წარმატებული სვლა ნატო-სკენ კიდევ უფრო გაღრმავდება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში. ამის შესახებ მინდია ჯანელიძემ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"უსაფრთხოების გარემოდან გამომდინარე, არსებითი საბიუჯეტო რესურსების გათვალისწინებით, ქვეყნის ინეტერესების დასაცავად, ჩვენს მიზანს წარმოადგენს ხელი შევუწყოთ საქართველოს შეირაღებული ძალების განვითარებას, ჩამოვაყალიბოთ ეფექტიანი მართვისა და სტრუქტურის მქონე პროფესიული, მობილური, სათანადოდ აღჭურვილი და ნატო-ს სტანდარტებთან თავსებადი შეირაღებული ძალები. ეს არის ჩვენი მთავარი, პრიორიტეტული ამოცანა.
საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების ეტაპობრივი განვითარება და რეფორმების შეუქცევადობა ქვეყნის თავდაცვის უზრუნველყოფის აუცილებელი წინაპირობაა. რეფორმების მიზანი უმთავრესად თავდაცვისუნარიანობის ზრდა, ნატო-სთან თავსებადობის ამაღლება და შესაბამისად ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა გახლავთ ჩვენი სტრატეგიული ამოცანა.
ჩვენი წარმატებული სვლა ნატო-სკენ კიდევ უფრო გაღრმავდება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის შეირაღებული ძალების შემდგომ განვითარებასა და ქვეყნის თავდაცვითი პოტენციალის გაძლიერებას", - განაცხადა ჯანელიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.