გიორგი მარგველაშვილი: ანდჟეი დუდას ვიზიტი ნატო-ს სამიტის შემდეგ ძლიერი პოლიტიკური გზავნილია
30-05-2017, 03:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში პირველ სახელმწიფო ვიზიტად მყოფი პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა სასახლეში მიიღო.

 


პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პირისპირ შეხვედრაზე გიორგი მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა პრეზიდენტ დუდას პირველი სახელმწიფო ვიზიტის მნიშვნელობას, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღესასწაულს და ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლის იუბილეს ემთხვევა.

 


შეხვედრისას აღინიშნა, რომ ნატო-ს სამიტის შემდეგ ეს ვიზიტი ძლიერი პოლიტიკური გზავნილია, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს პოლონეთის მხრიდან საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებში მხარდაჭერას.

 


გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა პოლონეთის პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, არაღიარების პოლიტიკის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე და უწყვეტი მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებით შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმის მინიჭების პროცესში გაწეული დახმარებისათვის.

 


საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის მხარდაჭერას და როლს საქართველოს ინტერესების დაცვისა დაქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხებში.

 


გიორგი მარგველაშვილმა აშშ-ის პრეზიდენტის მიერ კონსოლიდირებული ასიგნების აქტის ხელმოწერის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს დოკუმენტი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის არაღიარების პოლიტიკის გაძლიერებაში უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს.

 


საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ პოლონეთი იცნობს იმ სირთულეებს, რომლებიც სამშობლოს თავისუფლებისა და სახელმწიფოებრიობის დაცვასთან არის დაკავშირებული და აღნიშნა, რუსეთზე უწყვეტი ზეწოლის და ამ თემის საერთაშორისო დღის წესრიგში შენარჩუნების აუცილებლობა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი