პანამის ყოფილი ლიდერი, გენერალი მანუელ ანტონიო ნორიეგა 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას BBC ოფიციოზზე დაყრდნობით ავრცელებს.
ნორიეგამ ახლახან თავის ტვინის ოპერაცია გაიკეთა, რასაც სისხლჩაქცევა და გართულებები მოჰყვა.
ნორიეგა შეერთებული შტატების მთავარი მოკავშირე იყო, მაგრამ ძალით იქნა გადაყენებული, როდესაც 1989 წელს ამერიკულმა ჯარებმა დაიპყრეს ქვეყანა და მოგვიანებით აშშ-ში ნარკოტიკების და ფულის გათეთრების მუხლით გაასამართლეს.
მან თითქმის მთელი დარჩენილი ცხოვრება პატიმრობაში გაატარა - პანამაში მკვლელობისთვის, კორუფციის და სხვისი ქონების მითვისების ბრალდებით, მაგრამ ყოფილი ლიდერი იანვარში გამოუშვეს და შინა პატიმრობაში იმყოფებოდა, რათა მოემზადებინათ ოპერაციის ჩასატარებლად. მარტის დასაწყისში მას თავის ტვინიდან სიმსივნე ამოკვეთეს.
მოგვიანებით, ტვინიდან სისხლდენის გამო მას დამატებითი ოპერაცია ჩაუტარდა, მაგრამ ორშაბათს პანამა სიტის სანტო თომასის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.