გიორგი მარგველაშვილი: საჭიროა, ანტიანექსიური პოლიტიკის შემუშავება და მის განხორციელებაში საქართველოს მოკავშირეების აქტიური ჩართულობა
30-05-2017, 04:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს და პოლონეთის პრეზიდენტებმა შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში გამართეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას განსახილველი ძირითადი საკითხები ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში საქართველო - პოლონეთის თანამშრომლობის განვითარების საკითხები, ასევე, საქართველოს დეოკუპაციის, არაღიარების პოლიტიკისა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა იყო.

 


აღინიშნა ქვეყნებს შორის არსებული წარმატებული ორმხრივი ურთიერთობები, რომლებიც მზარდი დინამიკით და სხვადასხვა თანამშრომლობის ფორმატების გაძლიერებით ხასიათდება. გამოითქვა პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების სურვილი, რათა სრულად იქნას გამოყენებული ორმხრივი ურთიერთობის პოტენციალი.

 


საქართველოს პრეზიდენტმა განსაკუთრებული შეშფოთება გამოთქვა რუსეთის ფედერაციის იმ ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც მცოცავი ოკუპაციის რეჟიმიდან აშკარა ანექსიაში გადაიზარდა.

 


გიორგი მარგველაშვილის აზრით, საჭიროა, ანექსიის წინააღმდეგ პოლიტიკის შემუშავება და ანექსიის თავიდან ასაცილებლად ჩვენი მოკავშირეების აქტიური ჩართულობა და ამ თვალსაზრისით პოლონეთის აქტიური მონაწილეობა გადამწყვეტ როლს თამაშობს.

 


საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა აშშ-ის პრეზიდენტის მიერ კონსოლიდირებული ასიგნების აქტის ხელმოწერის მნიშვნელობას და განაცხადა, რომ აღნიშნული დოკუმენტი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის არაღიარების პოლიტიკის გაძლიერებაში უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს.

 


გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა პოლონეთს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში ჩართულობისთვის.

 


“ჩვენ გვაქვს მზარდი ფორმატები ურთიერთობებისა, როგორც ვაჭრობის, ასევე ტურიზმის ასევე განათლების სფეროში, თუმცა მთელი ეს შესაძლბელობები ჯერ კიდევ წინ არის და მე დარწმუნებული ვარ, რომ პოლონეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში კიდევ ახალ იმპულსს მისცემს ამ ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას”, აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

 


ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვის შემდგომი ზრდის აუცილებლობას. პოლონური მხარე საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის პოლონეთში ექსპორტის შესაძლებლობით დაინტერსდა. საქართველო მიესალმება პოლონელი ტურისტების რაოდენობის გაზრდას.

 


აღინიშნა კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში თანამშრომლობის მნიშვნელობა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი