გიორგი კვირიკაშვილმა პოლონეთის პრეზიდენტს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა
30-05-2017, 05:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა თბილისში ვიზიტად მყოფ პოლონეთის პრეზიდენტს, ანდჟეი დუდას მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.

 


პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა საქართველო-პოლონეთის მეგობრული ურთიერთობების ძირითად საკითხები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ვაჭრობის, ეკონომიკის, ტრანსპორტის, ტურიზმის, განათლების, კულტურის სფეროებში თანამშრომლობის მზარდ დინამიკაზე, ასევე ორ ქვეყანას შორის არსებულ საინვესტიციო პოტენციალსა და ერთობლივი ბიზნესფორუმის გამართვის აუცილებლობაზე.

 


შეხვედრაზე ხაზი გაესვა პოლონეთის "განვითარების დახმარების პროგრამის" მნიშვნელობას, რომლის პრიორიტეტულ მიმართულებებს წარმოადგენს: ეკონომიკური ზრდა, კანონის უზენაესობა, ეფექტური მმართველობა, ეროვნული რესურსების მდგრადობა, სოციალური კეთილდღეობა და განათლება.

 


გიორგი კვირიკაშვილმა პოლონეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოს მხარდაჭერის გამოხატულებად შეაფასა და იმედი გამოთქვა, რომ იგი ხელს შეუწყობს საქართველოსა და პოლონეთს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.

 

 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებს და აღინიშნა, რომ პოლონეთი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაციას, რაც მუდმივად ფიქსირდება ყველა შეხვედრაზე.

 


მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. პოლონეთის პრეზიდენტმა დაადასტურა პოლონეთის უპირობო მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და მისი ტერიტორიული მთლიანობისადმი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი