პოლონეთის პრეზიდენტი: როდესაც რუსეთი თავს დაესხა საქართველოს, პრეზიდენტ კაჩინსკის არც კი უყოყმანია, მაშინვე ჩამოვიდა ცენტრალური ევროპის ლიდერებთან ერთად
30-05-2017, 07:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს და პოლონეთის პრეზიდენტებმა მედიისათვის ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ანდჟეი დუდამ მადლობა გადაუხადა გიორგი მარგველაშვილს მოწვევისა და საქართველოში გულთბილი მასპინძლობისათვის.

 

 

ანდჟეი დუდა პოლონურ- ქართული ბიზნესფორუმის ჩატარების ინიციატივით გამოვიდა და აღნიშნა, რომ ფორუმი შესაძლოა, პოლონეთის სამთავრობო გეგმის განხორციელების ფარგლებში ჩატარდეს, რომლითაც პოლონეთი გააფართოვებს ურთიერთობებს პარტნიორ ქვეყნებთან.

 


დუდას განცხადებით, საქართველო ნატოსკენ და ევროკავშირისკენ მსწრაფი ქვეყანაა და პოლონეთის ხელისუფლება მოუწოდებს ბიზნესმენებს, ჩამოვიდნენ საქართველოში და შესაბამისად, მოუწოდებს ქართველ ბიზნესმენებს, ჩავიდნენ პოლონეთში განავითარონ ბიზნესკავშირები და ჩადონ ინვესტიციები.

 


საქართველოსა და პოლონეთის ისტორიულ, ტრადიციულ მეგობრობაზე ისაუბრა და ამ ურთიერთობების გაღრმავებაში ლეხ კაჩინსკისა და მარშალ იუზეფ პილსუდსკის როლზე ისაუბრა, რომლის სახელობის ქუჩაც ვიზიტის ფარგლებში, თბილისში გაიხსნება.

 


„მე მომეცა შესაძლებლობა, რომ გავაგრძელო ის გზა, რომელიც დაიწყო პროფესორ ლეხ კაჩინსკის პრეზიდენტობის პერიოდში. ყველამ ვიცით პოლონეთში, რომ ის იყო საქართველოს დიდი მეგობარი, მას უყვარდა საქართველო, ის ემოციებით იყო განმსჭვალული ამ ულამაზესი ქვეყნის მიმართ. მას, როგორც, ძალიან მაღალი დონის პოლიტიკოსს შესანიშნავად ესმოდა საქართველოს, როგორც პოლონეთის, ასევე დასავლეთის ქვეყნების, ევროკავშირისა და ნატო-ს წევრების მოკავშირის სტრატეგიული მნიშვნელობა.

 


არც ერთ სხვა პოლიტიკოსს არ ესმოდა ასე ღრმად საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და ქართული ერის თავისუფლების, ქართველი ერის სურვილის - ევროპასთან ერთიანობის მნიშვნელობა.

 


მე ვაფასებ, საქართველოს სწრაფვას ევროკავშირისაკენ, ნატოსკენ და როდესაც კრიტიკული მომენტი დადგა 2008 წელს და რუსეთი თავს დაესხა საქართველოს, პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის არც კი უყოყმანია, ის მაშინათვე ჩამოვიდა ცენტრალური ევროპის ლიდერებთან ერთად საქართველოში, თბილისში, რათა მყარად დამდგარიყო თქვენთან ერთად ამ მტრული და მზაკვრული ძალის წინაშე. საბედნიეროდ, ეს აგრესია საბოლოოდ შეჩერდა იმ მომენტისათვის.

 


დიდი კმაყოფილება მინდა გამოვხატო როგორც უბრალოდ პოლონელი კაცისა, რომ მე თქვენთან ერთად ვიმყოფები დღეს თავისუფალ საქართველოში, დამოუკიდებელ თბილისში.

 


თქვენ რამდენიმე დღის წინ იზეიმეთ თქვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის და დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავი და სულ მალე ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობების განახლების ასი წლისთავს აღვნიშნავთ, რომელიც რეალურად 1919 წელს დაიწყო და დიდი პოლონელის, მარშალ იუზეფ პილსუდსკის მონაწილეობით მოხდა.

 


ჩვენი ურთიერთობა 99 წლის შემდეგ კვლავ აღსდგა, მას შემდეგ რაც პოლონეთმა და საქართველომ მოიპოვეს დამოუკიდებლობა, კვლავ, თავიდან. ეს არის ის სპეციფიური მომენტები ჩვენს ისტორიაში“, აღნიშნა ანდჟეი დუდამ პრესკონფერენციაზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი