თბილისში გაუჩინარებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მეუღლე და მეგობრები ვარაუდობენ, რომ აფგან მუხტარლი აზერბაიჯანულმა სპეცსამსახურებმა გაიტაცეს
30-05-2017, 09:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისში გაუჩინარებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის მეგობრები და მეუღლე ვარაუდობენ, რომ ჟურნალისტი აზერბაიჯანულმა სპეცსამსახურებმა გაიტაცეს.

 

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, მათ დღეს პრესკონფერენცია გამართეს. აფგან მუხტარლის მეგობრის თქმით, ჟურნალისტი საქართველოში მუშაობდა საგამოძიებო მასალაზე, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ქონებას ეხებოდა, როგორც საქართველოში, ასევე ოფშორულ ზონებში.

 

 

„ის ძალიან აქტიური ჟურნალისტი იყო და სავარაუდოდ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მასში საფრთხე დაინახა”, განაცხადა დაშგინ აღალარლიმ, რომელიც საეჭვოდ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ საქართველოს სპეცსამსახურმა ეს ვერ შეამჩნია.

 

 

გაუჩინარებული ჟურნალისტის მეუღლე ლეილა მუსტაფაევა აცხადებს, რომ მის მეუღლეს უთვალთვალებდნენ, კონკრეტულად კი, მისი თქმით, კომპანია „სოკარში” არიან ადამიანები, რომლებიც თვალთვალს ახორციელებდნენ.

 

 

„საქართველოს დანაშაულიც არის, რომ აზერბაიჯანის უსაფრთხოების სამსახურის წევრები შემოუშვეს საქართველოში და ჩემი ქმარი მოატაცებინეს", აცხადებს ლეილა მუსტაფაევა.

 

 

„თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის” ინფორმაციით, აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი აფგან მუხტარლი ბოლოს, 29 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე თბილისში ნახეს. ის დაემშვიდობა თავის მეგობარს, რომელსაც ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფეში შეხვდა, დაურეკა მეუღლეს და უთხრა, რომ მალე მივიდოდა სახლში, თუმცა ამის შემდეგ, აღარავის უნახავს და მობილური გამორთული აქვს.

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გაუჩინარებულ ჟურნალისტს ქვეყნის მასშტაბით ეძებენ.

 

 

აფგან მუხტარლი აზერბაიჯანიდან დევნილი საგამოძიებო ჟურნალისტი და აქტივისტია, რომელიც ღიად გამოხატავდა აზერბაიჯანის მთავრობის წინააღმდეგ მოსაზრებებს. 2015 წლის იანვრიდან ის საქართველოში მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი