საქართველოში გაუჩინარებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხტარლი ბაქოში იმყოფება. აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო „თურანი“ ჟურნალისტის ადვოკატზე, ნეიმატ ქერიმლიზე დაყრდნობით ავრცელებს.
ადვოკატმა აზერბაიჯანში საიდუმლოდ გადაყვანას მოტაცება და საერთაშორისო ნორმების დარღვევა უწოდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოში გაუჩინარებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე გამოძიება სს კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.
ჟურნალისტის მეგობრები და მეუღლე ვარაუდობენ, რომ იგი აზერბაიჯანულმა სპეცსამსახურებმა გაიტაცეს.
აფგან მუხტარლი აზერბაიჯანიდან დევნილი საგამოძიებო ჟურნალისტი და აქტივისტია, რომელიც ღიად გამოხატავდა აზერბაიჯანის მთავრობის წინააღმდეგ მოსაზრებებს. 2015 წლის იანვრიდან ის საქართველოში მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.