ახალქალაქის მუნიციპალიტეტში რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის მიერ დაფინანსებული 2017 წელს დაგეგმილი პროექტების განხორციელება დაიწყო.
ამის შესახებ Guardian.ge-ს ახალქალაქის გამგებელმა, ედუარდ აღასარიანმა განუცხადა.
გამგებლის ინფორმაციით, იმ პროექტების გარდა, რომლებიც შესრულების პროცესშია, უახლოეს დღეებში ხელშეკრულება გაფორმდება ასევე პროექტზე, რომლითაც კონკრეტულად საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დაიწყება, ორშაბათს კი, აღასარიანის თქმითვე, ტენდერზე დაიდო პროექტი, რომელიც ახალქალაქის კულტურის სახლის გათბობის სისტემის მოწესრიგებას გულისხმობს.
„ამ ეტაპზე მიმდინარეობს შემდეგი პროექტები - ეს არის სოფლებში კარტიკამსა და გოკიოში წყლის სისტემების აღდგენა. სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდის მიერ გამოყოფილი ფინანსური რესურსით ხორციელდება.
მიმდინარეობის პროცესშია ასევე ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტები - ეს არის სოფელ ოკამში სალოცავისა და ახალქალაქში, მეუფის რეზიდენციაში არსებული ქართული ეკლესიის კეთილმოწყობა.
გასულ წელს, ახალქალაქში საგზაო ინფრასტრუქტურის კუთხით გარკვეული მონაკვეთების მოწესრიგება დაგვრჩა, ეს ყველაფერი დასრულდა - ხარისხიანად და კარგად გაკეთდა. პირველ ივნისს ახალი ხელშეკრულება ფორმდება, რითაც 2017 წელს ასევე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კუთხით დაგეგმილი პროექტების შესრულება დაიწყება. აღნიშნული სამუშაოებიც რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური უზრუნველყოფით მოხდება.
გვაქვს ასევე ძალიან კარგი პროექტი, რომელსაც მაღალმთიანი რეგიონების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ვახორციელებთ. პროექტი, რომელიც ახალქალაქში არსებული კულტურის სახლში გათბობის სისტემის გაკეთებას გულისხმობს, ტენდერზე ორშაბათს დაიდო. 2017 წლის განმავლობაში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით ამ და კიდევ სხვა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება იგეგმება, თუმცა, მინდა გითხრათ, რომ გადაუღებელი წვიმები გარკვეული ტიპის სამუშაოების დაწყებას აფერხებს“, განუცხადა Guardian.ge-ს ახალქალაქის გამგებელმა, ედუარდ აღასარიანმა, რომელმაც ცოტა უფრო ადრე თქვა, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტში წელს მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად ცენტრალური ბიუჯეტიდან - რეგიონული განვითარების ფონდიდან - 2 მილიონ 600 000 ლარი, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაახლოებით, 8 მლნ ლარი სხვადასხვა მიმართულებით დაიხარჯება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.