პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბიძინა ივანიშვილთან შესახვედრად მზადაა
08-04-2015, 08:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


ექსპერტ გია ხუხაშვილის განცხადებით, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბიძინა ივანიშვილთან შესახვედრად მზადაა, მაგრამ სასურველი იქნება, რომ მათი შეხვედრა არაფორმალურ გარემოში მოხდეს.


ხუხაშვილმა ეს, გაზეთ ,,ალიასთან“ საუბრისას განაცხადა. მისი მოსაზრებით, ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ბევრ საკითხზე სიმართლეს გაიგებს.


,,ვფიქრობ, პრეზიდენტი მზად არის, ნებისმიერ ფორმატში მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ სასურველია, რომ ასეთი ტიპის საკითხებზე საჯაროდ არ იყოს საუბრები და საკითხი დახურულ კარს მიღმა გაარკვიონ. ამ შეხვედრაზე ბევრი რამ ითქმება ისეთი, რაც ამ ორ ადამიანს შორის უნდა ითქვას. ჩემი აზრით, პრეზიდენტს ბიძინა ივანიშვილისთვის ბევრი რამ აქვს სათქმელი და კარგი იქნება, თუკი ერთმანეთს არაფორმალურ გარემოში შეხვდებიან. ბიძინა ივანიშვილი ბევრ საკითხზე სიმართლეს გაიგებს“,- აცხადებს ხუხაშვილი.


ამასთან, ექსპერტის შფასებით, თუ კრიზისი განვითარდა, ბიძინა ივანიშვილის უახლოეს მოკავშირედ ისევ ისეთი ადამიანი იქნება, როგორიც გიორგი მარგველაშვილია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი