სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეს ეხმაურება.
გომელაურის თქმით, აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ ჟურნალისტი დაკავებულია იქ, სადაც გადასვლას პასპორტი არ სჭირდება.
„განცხადებების გაკეთება არ უნდა ვიჩქაროთ. მე თავს შევიკავებ. შს სამინისტრომ დაიწყო გამოძიება, მიმართა აზერბაიჯანულ მხარეს, შს სამინისტროს. ალბათ, იქიდან გაკეთდება ოფიციალური განცხადება, თუ რა მოხდა, სად მოხდა ამ ადამიანის დაკავება. როგორც აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, დააკავეს მწვანე საზღვრის კვეთის დროს და არა გამშვებ პუნქტზე ანუ იქ, სადაც პასპორტი არ სჭირდება. ჩვენ შევისწავლით ამ ფაქტს“, განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.