გიორგი მღებრიშვილი: ჩვენ, პოლიციელები, ვართ ჩვენი ქვეყნის მსახურები და ეს მუდმივად უნდა გვახსოვდეს
31-05-2017, 04:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელის პროფესიული დღე აღნიშნა. საზეიმო ღონისძიება შს სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა.

 

 

ღონისძიებას საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, თბილისში სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოსული ლატვიისა და ლიტვის შს მინისტრები, სხვადასხვა ქვეყნის საპოლიციო სტრუქტურების ხელმძღვანელი პირები და დელეგაციები, ასევე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

 

შს სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა, პოლიციელებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

 

 

„2017 წლის 4 აპრილს ჩვენ ევროპოლთან ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ისტორიული შეთანხმება გავაფორმეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს პოლიცია თავის ადგილს იკავებს ევროპის დიდ საპოლიციო ოჯახში.

 

 

ჩემო პოლიციელებო, ჩვენი მიღწევები თითოეული თქვენგანის დაუღალავი შრომის, ენთუზიაზმის და რწმენის შედეგია. რწმენის, როცა, მიუხედავად არაერთი ყოველდღიური გამოწვევისა, გჯერათ, რომ ემსახურებით მართალ საქმეს და თქვენი წვლილი შეგაქვთ სიმართლისა და სამართლიანობისთვის ბრძოლაში, ჩვენი ოჯახების, შვილების, ჩვენი მოქალაქეების უკეთესი მომავლისთვის! დიდი მადლობა თქვენ ამისთვის!

 

 

ჩვენ, პოლიციელები, ვართ ჩვენი ქვეყნის მსახურები და ეს მუდმივად უნდა გვახსოვდეს!

 

 

პოლიციამ, მთელ მსოფლიოში და სამოქალაქო საზოგადოებამ, ერთად უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ჩვენი სამყარო ბევრად უსაფრთხო და უკეთესი გახდეს!“, განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

 

 

პოლიციელებს პროფესიული დღე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ევროპოლის გენერალურმა დირექტორმა რობ უენრაითმა მიულოცეს.

 

 

„თქვენს ხალხზე ჯონ სტეინბეკმა დაწერა: „ვერაფერი გატეხს მათ ინდივიდუალობას და მათ სულს“. ვფიქრობ, რომ ეს სული ჩანს იმ ყოველდღიურ საქმიანობაში, რასაც თქვენ და თქვენი კოლეგები დანაშაულისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ახორციელებთ. მჯერა, რომ ეს საქმიანობა განვითარდება ევროპოლთან თანამშრომლობის სფეროში დადებული შეთანხმების ფარგლებში. მოუთმენლად ველით საქართველოს სრულ ინტეგრაციას ევროპელ სამართალდამცველთა საზოგადოებაში. ჩვენ გვჭირდება თქვენი დახმარება, რათა ერთად გავხადოთ ევროპა და საქართველო კიდევ უფრო უსაფრთხო“, აღნიშნა ევროპოლის გენერალურმა დირექტორმა საგანგებო ვიდეომიმართვაში.

 

 

გიორგი მღებრიშვილმა შს სამინისტროს გამორჩეულ თანამშრომლებს, სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და მიღწეული წარმატებებისთვის, ვადამდელი წოდებები მიანიჭა, სამკერდე ნიშნები და მადლობის სიგელები პირადად გადასცა.

 

 

ღონისძიების მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების ხსოვნას.

 

 

პოლიციელის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე შს სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურულმა დანაყოფმა პირადი შემადგენლობა, სპეცტექნიკა და შესაბამისი აღჭურვილობა წარმოადგინა.

 

 

წლევანდელ ღონისძიებაზე წვევამდელებმა სამხედრო ფიცი პოლიციელის დღეს პირველად დადეს.

 

 

ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასასრულს დამსწრე საზოგადოების წინაშე ანსამბლები - „მძლევარი“, „ირაო“ და ქართული ნაციონალური ბალეტი -„სუხიშვილები“ წარდგნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი