ქაბულის დიპლომატიურ რაიონში ამოქმედებულმა მძლავრმა ბომბმა სულ მცირე 90 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, სხვა 400-ს კი დაზიანებები მიაყენა
31-05-2017, 05:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში დიპლომატიურ რაიონში სატრანსპორტო საშუალებაში ამოქმედებულმა მძლავრმა ბობმმა სულ მცირე 90 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და დაახლოებით 400-ს დაზიანებები მიაყენა.

 


BBC -ის ცნობით, ბომბი გერმანიის საელჩოს სიახლოვეს, ზანბაყის მოედანთან ამოქმედდა, და სწორედ ამ ტერიტორიაზე შეეწირა ყველაზე მეტი ადამიანი აფეთქებას.

 

 

 


დილის პიკის საათებში მომხდარი აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ შენობის ფანჯრები და კარები ასეულობით მეტრის მანძილზე მოისროლა.

 


„თალიბანმა“ უარყო რომ აფეთქების უკან თავად იდგა. ჯერჯერობით „ისლამურ სახელმწიფოს“ არავითარი განცხადება არ გაუვრცელებია.

 


ქაბულის პოლიციის წარმომადგენელმა ბასირ მუჯაჰიდმა სააგენტო „როიტერსს“ უთხრა, რომ აფეთქება გერმანიის საელჩოსთან მოხდა, მაგრამ დაამატა, რომ „ძნელია ითქვას, თუ რა არის ზუსტი სამიზნე“.

 

 

 


აღნიშნულ მიდამოებში კიდევ სხვა მნიშვნელოვანი უწყებებია განლაგებული, მათ შორის საპრეზიდენტო სასახლე და რამდენიმე სხვა უცხოური საელჩო, მათ შორის დიდი ბრიტანეთის.

 


ზოგიერთი ცნობით, ბომბი სატვირთო ავტომანქანაში თუ წყლის ტანკერში იყო დამონტაჟებული.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი