საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავს.
„პოლიციის თითოეულ თანამშრომელს გულითადად გილოცავთ პროფესიულ დღესასწაულს.
ამ დღეს კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გმირულად დაღუპულ თქვენ თანამებრძოლთა ნათელ ხსოვნას.
კანონის, საზოგადოებისა და ქვეყნის ერთგულებით, 24-საათიანი დაძაბული შრომით, ხშირად საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად - სხვათა სიცოცხლესა და დაცულობაზე ზრუნვით, თქვენ ფასდაუდებელ სამსახურს ეწევით საზოგადოების, თითოული მოქალაქის უსაფრთხოებისთვის, ჩვენი სამშობლოს კეთილდღეობისთვის. მთელ ჩვენ საზოგადოებასთან ერთად გამოხატავ უდიდეს პატივისცემას თქვენი შრომის მიმართ.
საქმიანობაში მომავალ წარმატებებს, კეთილდღეობასა და მშვიდობას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს", ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის წერილში, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.