რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, საქართველოს მასშტაბით გზების მოვლა-შენახვის სამუშაოები გრძელდება.
ამ ეტაპზე თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე, გორის გვირაბთან მისასვლელი საავტომობილო გზის საფარის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
„ზამთრის სეზონზე, დიდთოვლობამ, ძლიერმა ყინვამ და გზაზე მოძრაობის შესანარჩუნებლად დაყრილმა ტექნიკურმა მარილმა, საავტომობილო გზები მნიშვნელოვნად დააზიანა.
იმისთვის, რომ საქართველოს მასშტაბით გზებზე უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილდეთ, საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზის საფარის აღდგენით სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს", აცხადებენ გზების დეპარტამენტში.
მათივე ცნობით, ამ ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით, ზამთრის პერიოდში დაზიანებული გზების 80%-ის აღდგენითი სამუშაოები დასრულებულია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.