სალომე სამადაშვილი აფგან მუხთარლის საქმეზე: ერთადერთი ადეკვატური მოთხოვნა შს მინისტრისა და სუს-ის ხელმძღვანელის გადადგომაა
31-05-2017, 10:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი სალომე სამადაშვილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეს ეხმაურება და აღნიშნულთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას საქართველოს ხელისუფლებას აკისრებს.

 


მისი თქმით, თუ ქართული მხარე მონაწილეობდა აზერბაიჯანელ ჟურნალისტთან დაკავშირებულ საქმეში, მაშინ, „საქმე გვაქვს სისხლის სამართლის დანაშულთან".

 


სამადაშვილის მოსაზრებით, საქმეში ქართველი სამართალდაცავების მონაწილეობის შემთხვევაში, „სპეცოპერაცია საქართველოს პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილების გარეშე ვერ ჩატარდებოდა", რადგან „მსგავსი სპეცოპერაცია უმაღლესი პოლიტიკური დონის შეთანხმებას მოითხოვს".

 

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის განცხადებით, „თუ ჩვენი სამართალდამცავები არ მონაწილეობდნენ ამაში, მაშინ ჩვენს ქვეყანაში ჩამოშლილია უსაფრთხოების სისტემა".

 


მისი თქმით, ერთადერთი ადეკვატური მოთხოვნა შს მინისტრისა და სუს-ის ხელმძღვანელის გადადგომაა.

 


„ხელისუფლების წარმომადგენელების განცხადებები სულ უფრო და უფრო აბსურდული ხდება. უმრავლესობის წარმომადგენლებს არ აქვთ ინტერესი, სიმართლე დაადგინონ. ის, რაც მოხდა, რაც არის ნათელი მაგალითი, რომ საქართველოში უშიშროების და უსაფრთხოების სისტემა ჩამოიშალა, არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა. საქართველო ბნელ წარსულში ბრუნდება, როდესაც ქუჩიდან ხალხის გატაცება ჩვეულებრივი მოვლენა იყო და ამაზე პასუხი დღევანდელმა ხელისუფლებამ უნდა აგოს... თუ მის გატაცებაში მონაწილეობდნენ სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები, საქმე გვაქვს სისხლის სამართლის დანაშულთან, რომელიც გამოძიებული უნდა იქნას. უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი სპეცოპერაცია საქართველოს პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილების გარეშე ვერ ჩატარდებოდა იმიტომ, რომ უმაღლესი პოლიტიკური დონის პოლიტიკურ შეთანხმებას მოითხოვს მსგავსი სპეცოპერაცია. და თუ ჩვენი სამართალდამცავები არ მონაწილეობდნენ ამ ოპერაციაში, მაშინ ჩვენს ქვეყანაში ჩამოშლილია უბრალოდ სრულიად უსაფრთხოების სისტემა და ნებისმიერი ადამიანი შეიძლება თბილისის ქუჩებიდან გაიტაცონ დღეს ან ხვალ. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ერთადერთი ადეკვატური პასუხი და ერთადერთი ადეკვატური მოთხოვნა დღეს ეს არის შინაგან საქმეთა მინისტრის და სუს-ის ხელმძღვანელის დაუყოვნებლივ გადაყენება", აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი