ადიგენის გამგეობის ცნობით, სოფელ აბასთუმანში უხვი ნალექის შედეგად შექმნილი პრობლემა აღმოფხვრილია
31-05-2017, 13:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ აბასთუმანში წყალგამტარი მილ-ხიდი მწყობრიდან გამოვიდა. ადიგენის გამგეობის ცნობით, მოსული უხვი ნალექის შედეგად, მილ-ხიდი გაიჭედა, რის გამოც, წყალი გზის სავალ ნაწილზე მიედინებოდა.

 

 

 

 

 

გამგეობის ინფორმაციით, პრობლემა ამ დროისთვის სრულად აღმოფხვრილია. აბასთუმანში არსებულ ვითარებას მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძე გაეცნო.

 

 

 

 

 

„ადიგენის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში უხვი ნალექი მოვიდა თუმცა, აღნიშნულს მნიშვნელოვანი ზიანი არ მოჰყოლია - არ დაზიანებულა სახნავ-სათესი სავარგულები, მხოლოდ სოფელ აბასთუმანში გაიჭედა წყალგამტარი მილ-ხიდი რის გამოც წყალი ნაპირზე გადმოდიოდა. ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად ვითარებას ადგილზე გაეცნო და მუნიციპალიტეტის დროული რეაგირების შედეგად პრობლემა სწრაფად აღმოიფხვრა", აღნიშნულია ადიგენის გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი