ვახტანგ გომელაური: ყველანაირად ვცდილობთ, რომ ე.წ. კორტების საქმეზე დაკავებული სპეცრაზმელები მსუბუქი სასჯელით გამოვიდნენ
08-04-2015, 08:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ე.წ. კორტების სპეცოპერაციაში მონაწილე სპეცდანიშნულების რაზმის წევრები, არასწორი ბრძანების შესრულებას შეეწირნენ.

 


ვახტანგ გომელაურის განცხადებითვე, ის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს ადამიანები ციხიდან მსუბუქი სასჯელით გამოვიდნენ.



შს მინისტრმა ამის შესახებ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 


„ეს ადამიანები, სპეცდანიშნულების რაზმის წევრები, არასწორი ბრძანების შესრულებას შეეწირნენ, არასწორი ბრძანება მიიღეს და ის შეასრულეს. კანონით ეს ისჯება, მაგრამ, ყველაფერს ვცდილობთ, იმისთვის, რომ ეს ადამიანები მსუბუქი სასჯელით გამოვიდნენ“, - განაცხადა გომელაურმა.



შს მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ის 10 წლის განმავლობაში სპეცრაზმში მსახურობდა.



„სპეცრაზმში 10 წელი ვიმსახურე და ხელმძღვანელობას რომ ბავშვის მოკვლის და ჩაცხრილვის ბრძანება გაეცა, მე ის არ უნდა დამეცხრილა, ელემენტარულად უნდა გათვალო იმდენი, რომ ეს არ შეასრულო“, -განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.


ე.წ. კორტების სპეცოპერაციაში მონაწილეობისა და ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობაზე, პროკურატურამ სპეცდანიშნულების რაზმის 11 წევრი დააკავა.

 


გამოძიების ინფორმაციით, მკვლელობა კრიმინალური პოლიციის უფროსის ყოფილმა მოადგილემ ირაკლი ფირცხალავამ დაგეგმა. 



პროკურატურა აცხადებს, რომ ფირცხალავას ძმა კორტებთან მოკლულმა ალექსანდრე ხუბულოვმა ნარკოდანაშაულში ამხილა, რის შემდეგაც ფირცხალავამ შურისძიება გადაწყვიტა, დაგეგმა სპეცოპერაცია, რა დროსაც, 2006 წლის 2 მაისს ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი ადგილზე მოკლეს. 



პროკურატურის ვერსიით, სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდათ, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, ზურაბ ვაზაგაშვილს და მის მგზავრებს ცეცხლი გაუხსნეს. ინტენსიური სროლის შეწყვეტისთანავე, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს უფროსის მოადგილემ გიორგი ცააძემ საკონტროლო გასროლები განახორციელა. ვაზაგაშვილის მანქანას 97 ნატყვიარი აღენიშნება. 



გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ვაზაგაშვილს და მის მეგობრებს ყაჩაღობასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდათ. სცენარი ირაკლი ფირცხალავას ორგანიზებით შექმნეს, რისთვისაც მტკიცებულებები გააყალბეს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი