თერჯოლა-ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელგუჯა გოცირიძე სოფელ სიქთარვის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრას თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელის მოვალეობის შემსრულებელი თემურ ქოჩიაშვილი, მოადგილეები კახაბერ კუპატაძე და მანუჩარ რობაქიძე, გამგებლის წარმომადგენელი სიქთარვის ადმინისტრაციულ ერთეულში თამაზ ბარბაქაძე და მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის ცნობით, არაერთ აქტუალურ საკითხთან ერთად შეკრებილებმა წყალმომარაგების მიმართულებით არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზეც ისაუბრეს. დეპუტატის ინიციატივით, შეხვედრას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკური აქტივების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მიხეილ თათარაძეც ესწრებოდა. მისი ინფორმაციით, აღნიშნული სამსახური წინასაპროექტო მოკვლევას უკვე აწარმოებს.
შეხვედრაზე იმ დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრეს, რომელიც მუნიციპალიტეტში უახლოესი თვეების განმავლობაში უნდა განხორციელდეს.
მოსახლეობასთან შეხვედრისას, უკვე ტრადიციულად, მაჟორიტარმა კიდევ ერთი სტიპენდიანტი დაასახელა. დეპუტატის რჩეული ამჯერად „ეტალონის“ რაიონული ტურის გამარჯვებული, მერვეკლასელი გიგა აბულაძე გახდა. თანხა გადაეცა ასევე გიგა აბულაძის კლასის დამრიგებელს ხათუნა ფოცხვერაშვილს.

„მიხარია, როდესაც გამორჩეულ, წარჩინებულ ახალგაზრდებს ვხვდები და მათ სახელობით სტიპენდიას ვუნიშნავთ. ვფიქრობ, რომ ამ ქმედებით არა მხოლოდ სტიპენდიანტებს, არამედ ზოგადად ახალგაზრდებში განათლებისკენ სწრაფვას ვახალისებთ. მზად ვარ მთელი ჩემი ხელფასი მოვახმარო ნიჭიერ ახალგაზრდებს, ადამიანებს, რომლებმაც უნდა შექმნან ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავალი“, განაცხადა შეხვედრის ბოლოს ელგუჯა გოცირიძემ, როგორც ამას თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.