ჰილარი კლინტონმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიმართ ყველაზე სერიოზული ბრალდება გააჟღერა
01-06-2017, 01:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კამპანია რუსეთის მთავრობის პროპაგანდისტულ მანქანას აშშ-ის გასული წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს ცნობებს აწვდიდა, რითაც მან, როგორც ამას „როიტერსი“ წერს, იმ პერსონის შესახებ, რომელმაც იგი დაამარცხა, ყველაზე სერიოზული ბრალდება გააჟღერა.

 


„დემოკრატიული პარტიის“ ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, რომელიც ლოს-ანჯელესის ახლოს ტექნიკურ კონფერენციაზე გამოჩნდა, განაცხადა, რომ პროპაგანდამ, რომელიც ვრცელდებოდა ისეთ გვერდებზე, როგორიცაა Facebook-ი, ხელი შეუწყო იმას, რომ მას ამ ფასად დაჯდომოდა არჩევნები, და კლინტონმა დაჟინებით მოუწოდა Silicon Valley-ის ფირმებს, უფრო სწრაფად იმოქმედონ ყალბი ამბების გავრცელების შესაჩერებლად.

 


ტრამპი უარყოფს, რომ მის კამპანიასა და რუსეთს შორის საიდუმლო შეთანხმება არსებობდა.

 


შეერთებული შტატების სადაზვერვო სააგენტოების შეფასებების გამოხმაურებისას, კლინტონმა განაცხადა, რომ რუსეთის მთავრობას უნდოდა მის შესახებ დეზინფორმაცია გაევრცელებინა. მაგრამ მან დაამატა, რომ მათ „არ ეცოდინებოდათ თუ როგორ უნდა შეეიარაღებინათ ეს ინფორმაცია, თუკი მათ მითითებები არ ექნებოდათ მიცემული“.

 


„ცნობები გაიცემოდა ამერიკელებისაგან?“ ჰკითხა უოლტ მოსბერგმა, ტექნოლოგიების ჟურნალისტმა, რომელიც სცენაზე ინტერვიუს უძღვებოდა კლინტონთან.

 


„ცნობები იყო მიცემული ამერიკელების მიერ და ცნობები იყო მიცემული იმ ადამიანების მიერ, ვისაც აქვს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა და მონაცემები“, უპასუხა კლინტონმა.

 


კლინტონს მეორე ჟურნალისტმა, კარა სვიშერმა ჰკითხა: „კი მაგრამ, თქვენ ტრამპისკენ იხრებით?“

 


„დიახ, მე ვფიქრობ, ძალიან ძნელია არ გადაიხარო“, განაცხადა კლინტონმა.

 


მან თქვა, რომ იყვნენ „მჭიდრო კავშირის მქონე“ ადამიანები, რომლებიც ავრცელებდნენ ყალბ ამბებს „რესპუბლიკელებთან“, რომელთაც გააჩნდათ ამომრჩეველთა დეტალური მაჩვენებლები.

 


როგორც „როიტერსი“ წერს, ჩანდა, რომ კლინტონმა პირველად დასდო ბრალი ტრამპს რუსებთან საიდუმლო შეთანხმებაში. უფრო ადრე, მაისში, მან არჩევნებში მისთვის ფასის გადახდევინებაში ბრალი რუს ჰაკერებს და FBI-ს მაშინდელ დირექტორს, ჯეიმს კომის დასდო.

 


ოთხშაბათ ღამით, „Twitter“-ით გაკეთებულ განცხადებაში ტრამპმა მის ყოფილ მეტოქეს ასეთი პასუხი გასცა: „უპატიოსნო ჰილარი კლინტონი ახლა ბრალს სდებს ყველას, მისი საკუთარი თავის გარდა, არ უნდა თქვას, რომ იგი იყო საშინელი კანდიდატი“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი