დაკავებულის ადვოკატის განცხადების საფუძველზე, ან მედიაში გავრცელებულ ვერსიებზე დაყრდნობით, ყოველგვარი არგუმენტის გარეშე, საქართველოს ან აზერბაიჯანის სამართალდამცავი უწყებების დადანაშაულება უსამართლობაა, აღნიშნული განცხადება საქართველოს შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმესთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
„მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფგან მუხთარლის ჰქონდა საზღვრის გვერდის ავლით გადაკვეთის წინასწარ შემუშავებული სქემა, რომ ეს არ იყო პირველი პრეცენდენტი და იგი რეგულარულად ახორციელებდა არადეკლარირებული უცხოური ვალუტის კონტრაბანდული გზით შეტანას აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. ჩვენ ამ ეტაპზე ვერც დავადასტურებთ და ვერც ვუარყოფთ აღნიშნულ გარემოებებს. გამოძიებით ჯერჯერობით დადგენილი არ არის ამ ვერსიის უტყუარობა, ასევე ის, ჰქონდა თუ არა რაიმე წინასწარი ინფორმაცია აზერბაიჯანულ მხარეს და ახორციელებდნენ თუ არა საზღვრის ამ კონკრეტულ მონაკვეთზე გაძლიერებულ კონტროლს. პარალელურად, განსხვავებულ ვერსიას გვთავაზობს აფგან მუხთარლის მეუღლე, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და აქტივისტი ლეილა მუსტაფაევა და მუთხარლის ადვოკატი. ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ ის თბილისიდან ძალის გამოყენებით გაიტაცეს. მისი თქმით, თავდამსხმელებს სამოქალაქო სამოსი ეცვათ და ვარაუდობს, რომ შესაძლოა საქართველოს სპეცსამსახურის წარმომადგენლები ყოფილიყვნენ. სამწუხაროდ, მუხთარლის ადვოკატის განცხადება სრულიად ცალმხრივად და დაუსაბუთებლად იქნა ატაცებული გარკვეული პირების მხრიდან და ყოველგვარი ფაქტობრივი მტკიცებულებების, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ხდება ამ ვერსიის ტირაჟირება.
ჩვენ კარგად გვესმის ზოგიერთი მოქალაქისა და ორგანიზაციის ემოციური დამოკიდებულება ამ საკითხისადმი, თუმცა ამგვარი დამოკიდებულების მიუხედავად, არასწორად და დაუშვებლად მიგვაჩნია საქმეზე წინასწარი დასკვნების გაკეთება, მით უმეტეს, ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყებების დისკრედიტაციის მცდელობა. ჩვენ ვართ სამართლებრივი, დემოკრატიული ქვეყანა, რომელიც მიისწრაფვის ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ, იზიარებს მათ ფასეულობებს, აღიარებს კანონის უზენაესობას და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ საქმის ამგვარ ვერსიასთან საქართველოს სამართალდამცავ უწყებებს არავითარი შემხებლობა არ აქვთ და არც შეიძლება ჰქონდეთ. ჩვენს ქვეყანაში აზერბაიჯანული ეროვნების ბევრი ადამიანი ცხოვრობს და სახელმწიფო არასდროს დაინტერესებულა მათი დამოკიდებულებით აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ აზერბაიჯანელ პარტნიორებსაც არასდროს მოუმართავთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსადმი ოფიციალური ან არაოფიციალური თხოვნით, პოლიტიკური შეხედულების გამო, აზერბაიჯანის მოქალაქეების უფლებების რაიმე ფორმით შეზღუდვასთან ან სამშობლოში მათ იძულებით დაბრუნებასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ არც თავად აფგან მუხთარლის მხრიდან დაფიქსირებულა რაიმე მიმართვა შესაბამისი უწყებებისადმი, მის პირად უსაფრთხოებასთან დაკავშირებით" განაცხადა მღებრიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.