ომბუდსმენი: როცა ჟურნალისტი ქალაქის ცენტრიდან იკარგება და ის აღმოჩნდება მეზობელ სახელმწიფოში - ასეთი პრეცედენტი ხდება ათწლეულებში ერთხელ
01-06-2017, 03:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეს ეხმაურება და აცხადებს, რომ ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი „ვერ აცნობიერებს იმ რეალობას, რაც მოხდა".

 

 

მისი თქმით, „ასეთი პრეცედენტი ხდება ათწლეულებში ერთხელ".

 

 

„როცა ჟურნალისტი ქალაქის ცენტრიდან იკარგება და ის აღმოჩნდება მეზობელ სახელმწიფოში. ასეთი პრეცედენტი ხდება ათწლეულებში ერთხელ და სამწუხაროდ, მრჩება შთაბეჭდილება, ყველა ვერ აცნობიერებს მომხდარის სიმძიმეს და იმ მდგომარეობას, რომელიც ამ საკითხთან მიმართებაში ქვეყანაში არის. კარგი იქნება თუ გააცნობიერებენ ამ მდგომარეობას.... უნდა მოხდეს კონკრეტული ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის, თუ როგორ მოხდა რომ ქალაქის ცენტრიდან დაიკარგა ადამიანი. თუ ეს მოხდა სახელმწიფო ორგანოების ინფორმირების გარეშე, ეს ნიშნავს რომ ქვეყანაში დაცული არავინაა და მსგავსი რამ შეიძლება განმეორდეს. თუ ეს მოხდა სახელმწიფო ორგანოების ინფორმირებით, ეს კიდევ უფრო დიდი დანაშაულია”, განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი