გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენი სახელმწიფოს ზრუნვის საგანია, ყველა ბავშვს ჰქონდეს თანაბარი პირობები განვითარებისა და მათი შესაძლებლობების რეალიზაციისთვის
01-06-2017, 04:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ჩვენი სახელმწიფოს ზრუნვის საგანია, ყველა ბავშვს ჰქონდეს თანაბარი პირობები განვითარებისა და მათი შესაძლებლობების რეალიზაციისთვის, - მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ამ სიტყვებით მიულოცა საქართველოს პრემიერ მინისტრმა ყველა ბავშვს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე.

 


როგორც გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, სასიხარულოა, რომ ყოველკვირეულ სპორტულ აქტივობებში ჩართულ ბავშვთა რიცხვმა მნიშვნელოვნად მოიმატა და 15 ათასს მიაღწია. ღონისძიებებს განათლებისა და მეცნიერებისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროები ერთობლივად ახორციელებენ.

 


„ჩვენ ასევე განვახორციელეთ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, რათა ზამთრის პერიოდში, ზამთრის სპორტის სახეობებში მაქსიმალურად ბევრი ბავშვი იყოს ჩართული.

 

 

ამისთვის გავაკეთეთ არდადეგების მცოცავი გრაფიკი, ასევე, სახელმწიფო აფინანსებს და სუბსიდირებას უკეთებს სპორტული სკოლების ფუნქციონირებას ზამთრის პერიოდში.

 

 

ზაფხულისთვის გვაქვს ძალიან საინტერესო გეგმები ბანაკებთან დაკავშირებით. ბანაკების აქტივობებში მონაწილე ბავშვების რაოდენობა ძალიან გაიზრდება და ამ მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან გამოყოფილი ფინანსური რესურსიც მნიშვნელოვნად გაზრდილია", განაცხადა პრემიერმა.

 


გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ასევე გაგრძელდება სოფლად მცირე სკოლების მხარდაჭერის პროგრამა და რეგიონებში, სკოლებთან დაშორებული სოფლებიდან ბავშვების ტრანსპორტირება, რაც მთავრობის მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო.

 


„კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველა ბავშვს და ვუსურვებ, მათი ბავშვობა იყოს უღრუბლო და უფრო მეტი სიხარულით აღსავსე", აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი