გერმანელმა დიპლომატებმა ქართველი მშვიდობისმყოფელი დააჯილდოვეს
01-06-2017, 05:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გერმანელმა დიპლომატებმა დღეს ქართველი სამხედრო მოსამსახურე, კაპიტანი ლევან შუბითიძე ბუნდესვერის ბრინჯაოს მედლით დააჯილდოვეს. საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა ჰაიკე ფაიჩმა და ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა ფრანც-იოსეფ ნოლთემ ქართველ სამხედროს ჯილდო 2016 წელს ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში ბაზა „მარმალზე“, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის წარმატებით შესრულებისთვის გადასცეს.

 


დაჯილდოების ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა დაესწრნენ.

 


2016 წლის იანვრიდან-ივლისის ჩათვლით, კაპიტანი ლევან შუბითიძე ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში, გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში, საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის „ბრავო“ ასეულის მეთაურად მსახურობდა. ქართველი სამხედრო საქართველოს შეიარაღებული ძალებში განათლების სარდლობის კაპიტნის სკოლის დაგეგმარების უფროსი ოფიცრია.

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი