გიორგი აბაშიშვილი აფგან მუხთარლის საქმეზე: უსწრაფესად უნდა გაეცეს კითხვებს პასუხი შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან
01-06-2017, 06:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეს აფასებს.

 

 

აბაშიშვილი მიიჩნევს, რომ ეს არის ძალიან სერიოზული გამოწვევა და დარტყმა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტზე".

 

 

„უმძიმესი ფაქტია, როდესაც ხდება ადამიანის გაქრობა ქვეყნიდან და ამ შემთხვევაში საზღვრის ტიპს აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა. ეს არის ძალიან სერიოზული გამოწვევა და დარტყმა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტზე. ბუნებრივია, ქვეყანაში, რომელსაც აქვს ამბიცია და რეალურად არის კიდეც ადამიანისის უფლებების, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის მიმართულებით რეგიონში ლიდერი ქვეყანა, არ უნდა ჩნდებოდეს ასეთი ტიპის კითხვები, თუმცა, კითხვების გაჩენისგან დაზღვეულები არ ვართ. ასეთი ტიპის კითხვები უკვე არსებობს. უსწრაფესად უნდა გაეცეს მათ პასუხი შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში იგულისხმება უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო სტრუქტურები”, განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას აბაშიშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი