თბილისში, ვაჟა - ფშაველას გამზირზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ნიგერიის ოთხი მოქალაქის, ცხედარი აღმოაჩინეს.
გარდაცვლილები სტუდენტები იყვნენ, კერძოდ, სამი მათგანი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ერთი კი საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტი იყო.
წინასწარი ინფორმაციით, სიკვდილის მიზეზი, მხუთავი აირის გაჟონვა გახდა. უბედური შემთხვევა არასწორად დამონტაჟებულმა წყლის გამაცხელებელმა გამოიწვია.
გარდაცვლილთა მეგობრების თქმით, სტუდენტები ორი დღე არ გამოჩენილან, რის გამოც მათ პოლიციას მიმართეს, სამართალდამცველებმა კი დროებითი საცხოვრებელი ბინის კარი შეამტვრიეს.
ცხედრებს ამ დროისთვის ექპერტიზა უტარდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.