დაბა ადიგენში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა. ადიგენის გამგეობის ცნობით, ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია „world vision"-ის და ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.
„კონცერტი სასკოლო კლუბებისა და ადგილობრივი ანსამბლების მიერ შესრულებული სხვადასხვა მუსიკალური და საცეკვაო ნომრებისაგან შედგებოდა. გარდა ამისა, ადიგენში შეკრებილი პატარები სხვადასხვა საინტერესო ატრაქციით გაერთნენ. ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ადიგენის მუნიციპალიტეტი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,world vision"-ს მადლობას უხდის თანადგომისათვის", აღნიშნულია ადიგენის გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.