წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღესთან დაკავშირებით, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალში, წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, მეუფე თეოდორემ სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღავლინა.
საღმრთო ლიტურგიას სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე და ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძე ესწრებოდნენ.
წირვა-ლოცვის შემდეგ, სასულიერო და საერო პირებმა სოფელ არალის კულტურის სახლში გადაინაცვლეს, სადაც ქართული ხალხური ცეკვის სკოლა-აკადემიის ანსამბლის, „ნაბადი არტის" და ახალციხის გრიგოლ ხანძთელის სასულიერო სემიანარიასთან არსებული უდისა და არალის სამრევლო სკოლის ხალხური სიმღერის გუნდის „ირმისას“ ერთობლივი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების დასრულების შემდეგ კი, მეუფე თეოდორემ და ზაქარია ენდელაძემ მოსახლეობას ნინოობა და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცეს.
ინფორმაციას ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.