თავდაცვის სამინისტროში პოლონეთ-საქართველოს ისტორიკოსთა კომისიის წევრები იმყოფებოდნენ. პოლონელ და ქართველ ისტორიკოსებს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა და გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ უმასპინძლეს.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრის მთავარ საკითხს ქართულ-პოლონური სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობა და საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობის პროცესში პოლონეთის თანამონაწილეობა წარმოადგენდა. მხარეებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე არსებული იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ მემორიალთან დაკავშირებით ფაქტობრივი უზუსტობებთან დაკავშირებითაც იმსჯელეს.
თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ სტუმრებს აღნიშნულ საკითხზე მუშაობის შესახებ თხოვნით მიმართა და მათ თავდაცვის უწყების მხრიდან მხარდაჭერა აღუთქვა.
„პოლონეთ-საქართველოს ისტორიკოსთა კომისია საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით შეიქმნა. კომისია 2021 წლამდე იმუშავებს და ორმხრივი ურთიერთობების ისტორიას შეისწავლის.
კომისიის მუშაობას პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ვარშავის უნივერსიტეტი აფინანსებენენ.
30-31 მაისს პოლონეთის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის დროს დროს, კომისიის წევრი პოლონელი ისტორიკოსებიც იმყოფებოდნენ. პოლონეთის პრეზიდენტმა კომისიის მუშაობაზე პატრონაჟის აღების შესახებ ოფიციალურად განაცხადა.
ორ ქვეყანას შორის საერთო ინტერესები, მსგავსება ხალხთა ეროვნულ ინტერესებს შორის მეცხრამეტე საუკუნეშივე იგრძნობოდა. პოლონეთში საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებლები სწავლობდნენ . 1917-1918 წლებში თავისუფლება ორივე ერმა მოიპოვა. 1990-იან წლებში პოლონეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები აღდგა. პოლონეთს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია", აღნიშნულია თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.