„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" მიერ მოსახლეობისთვის სასმელი წყლის გაუფრთხილებლად გათიშვებს სისტემური ხასიათი აქვს. კომპანიის მიერ "ფეისბუკზე" გამოქვეყნებული განცხადებები იმის თაობაზე თუ დროის რა მონაკვეთში შეიძლება შეუწყდეს ან აღუდგეს თბილისის ამა თუ იმ უბანს წყალმომარაგება, უმეტესწილად არ შეესაბამება სიმართლეს.
მაგალითისთვის, კომპანიის მიერ 7 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ:
"კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ აღმაშენებლის ხეივანში 1200 მმ-იან მაგისტრალურ წყალდენზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა და 380-მეტრიანი ამორტიზებული მონაკვეთი ახლით შეცვალა. კომპანია, ხვალ დილიდან, რეაბილიტირებული მონაკვეთის წყალმომარაგების სისტემასთან მიერთების სამუშაოებსრესტორან „ფორტუნას“ მიმდებარედ განახორციელებს. სამუშაოების ჩატარება წყალსადენის მაგისტრალური ქსელების წყლისგან დაცლას ითხოვს. ახალი ქსელის სისტემასთან მიერთების სამუშაოების განხორციელების მიზნით, ხვალ, 8 აპრილის დილის 10:00 საათიდან 9 აპრილის დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
ზაჰესში: გრ. ხანძთელის, სხვიტორის, კასკადის ქუჩებს. ქოშიგორას , ფერაძის ქუჩას, სასოფლოს დასახლებას, ხელაშვილის, სოფელ ზურგოვანს, ამერიკის საელჩოს დასახლებას, მუხათთგვერდის ქუჩას, დიდ დიღომს და მიმდებარე კერძო დასახლებას, ტოიოტას მიმდებარე ახალ დასახლებას, საქალაქო სასამართლოს და მიმდებარე დასახლებას, ვაშლიჯვრის კერძო დასახლებას, დიღმის მასივის 1 კვარტლის N10 , 11 , 12 კორპუსს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მიმდებარე დასახლებას, იასამნის, ბროწეულის, ბაქრაძის, გოთუას ქუჩებს და ზემო ვეძისის ნაწილს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შეეცდება სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს. წყალმომარაგება აღდგება 9 აპრილის დილის 09:00 საათიდან, ეტაპობრივად, სამუშაოების დასრულებისთანავე."
კომპანიის ამ განცხადების მიუხედავად დიდი დიღმის დასახლებას, 8 აპრილს წყალმომარაგება ნაცვლად დილის 10 საათისა, დილის 6 საათზე შეუწყდა და ამ წუთებამდე, დილის 11 საათი) წყალმომარაგება არ აღმდგარა. და ეს, არ არის ერთეული შემთხვევა. კომპანიის ცხელი ხაზი კი მომხმარებლისთვის სისტემატურად მიუწვდომელია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.