იაპონია საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო პროცედურებს ამარტივებს
02-06-2017, 02:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართვლოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ იაპონიაში ვიზიტისას იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ფუმიო კიშიდასთან შეხვედრა გამართა.

 

 

საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო პროცედურების გამარტივების და იაპონიასა და საქართველოს შორის საინვესტიციო შეთანხმებაზე მოლაპარკების დაწყების თაობაზე.



„ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განსაკუთრებით აღნიშნეს მიმდინარე წლის, როგორც საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების საიუბილეო თარიღის- 25 წლისთავის მნიშვნელობა. მინისტრების შეფასებით ამ ხნის განმალობაში ორი ქვეყნის მეგობრობა ეფუძნება საერთო ფასეულობებს, როგორც არის დემოკრატიული განვითარება, ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა და საბაზრო ეკონომიკა.



იაპონიისა და საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა გამოთქვეს მზადყოფნა მომავალში აქტიურად ითანამშრომლონ საქართველო-იაპონიის ურთიერთობის ახალ საფეხურზე გადასაყვანად, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, როგორიც არის ეკონომიკა, ენერგეტიკა, ინოვაციები, მაღალი ტექნოლოგიები, სოფლის მეურნეობა.



იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ განაცხადა იაპონიასა და საქართველოს შორის ორმხრივი ინვესტიციების შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყების თაობაზე, როგორც მინისტრებმა აღნიშნეს ეს ახალ შესაძლებლობებს მისცემს ორივე ქვეყანას განავითარონ ბიზნეს და ეკონომიკური კავშირები და ასევე იქნება კარგი სიგნალი იაპონური საქმიანი წრეებისთვის დაინტერესდნენ საქართველოს საინვესტიციო და ეკონომიკური შესაძლებლობებით. ხაზი გაესვა საქართველოს სტრატეგიული მდებარეობას და ქვეყანაში არსებულ ლიბერალურ ბიზნეს კლიმატს.



ფუმიო კიშიდას განცხადებით იაპონია ასევე გაამარტივებს სავიზო მოთხოვნებს საქართველოს მოქალაქეებისთვის, რაც ხელს შეუწყობს ხალხთაშორისი ურთიერთობების გაღრმავებას, თანამშრომლობას ტურიზმის სფეროში.



იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველოში არსებული უსაფრთხო გარემოს გათვალისწინებით იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე იაპონიის მოქალაქეებისათვის არსებულ ე.წ. "Travel adviser"-ში საქართველოს როგორც უსაფრთხო ქვეყნის შესახებ მონაცემი გაუმჯობესდება, რაც დამატებით შეუწყობს ხელს საქართველოში იაპონური ტურისტების მოზიდვას.



მინისტრები შეთანხმდნენ ხელი შეუწყონ შემდგომი თანამშრომლობის განვითარებას ინოვაციების, მაღალი ტექნოლოგიების სფეროში, საქართველომ გამოხატა დაინტერესება ამ მხრივ გაიზიაროს იაპონიის გამოცდილება.



საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა იაპონურ მხარეს საქართველოს, როგორც პოლიტიკური, ასევე მნიშვნელოვანი ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერისთვის. განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოში იაპონიის განვითარების სააგენტოს JICA-ს წარმატებული საქმიანობა. იაპონიის მხარემ გამოთქვა მზადყოფნა მომავალშიც განაგრძოს აქტიური ჩართულობა საქართველოს ინფრასტრუქტურულ პროექტების განხორციელებაში.



საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა იაპონელ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების შესახებ. იაპონიის მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.



შეხვედრაზე ასევე განსაკუთრებით აღინიშნა საერთაშორისო ფორმატებში საქართველო-იაპონიის წარმატებული თანამშრომლობა. მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა იმუშაონ ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლაზე, მიხეილ ჯანელიძემ იაპონიის საგრეო უწყების ხელმძღვანელი საქართველოში ოფიციალურად მოიწვია", აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი