საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურში იმყოფება. გიორგი მარგველაშვილი გენერალურ აუდიტორთან, ლაშა თორდიასთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ, თანამშრომლებს ხვდება.
პრეზიდენტი თორდია-ფარცხალაძის საქმეს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის, რაც აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელთან დაკავშირებით რამდენიმე კვირის წინ მოხდა, პასუხებს საჭიროებს.
„უკვე მერამდენედ მიხდება სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვა, იმ ვითარებაში როდესაც სამწუხაროდ რაღაცა გაუგებრობებთან გვაქვს საქმე. ის, რაც მოხდა რამდენიმე კვირის წინ, ამას სჭირდება ნათელი და პირდაპირი პასუხი, ჩვენ დღეს ვხედავთ სამწუხაროდ ერთი და იგივე ტენდენციას. მოხდება რაღაც პრობლემური, შემდეგ ხდება ამის რაღაცნაირი შეფუთვა, ჩაფარცხვა, გადაპიარება თუ რა შეიძლება ამას დაერქვას და ამის მერე ვხედავთ იმას, რომ არა მარტო კონკრეტული პრობლემები პასუხგაუცემელია საზოგადოებაში, არამედ კითხვის ნიშნები ისმის უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების დაცულობასთან მიმართებაში.
დღეს, როდესაც გავიდა რამდენიმე კვირა და არანაირი პასუხი არ არსებობს კომიკური პიარომის გარდა, მე ვკითხულობ, როდემდე უნდა ველოდოთ პასუხებს ამ თემებზე.
ნებისმეირ ასეთ სიტუაციაში ჩვენს სამართალდამცავებს, სადაც მუშაობს ათასობით კვალიფიციური კადრი, ჩვენ მივეცით მათ მაღალი ლეგიტიმაცია, მივეცით მათ უფლება ატარონ გამოძიება, მივეცით მათ რეალურად გააცნონ, რა მოხდა და როგორ მოხდა.
ვიდოკასეტებით ომი კი არ უნდა იყოს, აქ სახელმწიფო ინსტიტუტის დაცვა უნდა იყოს. ეს არის ჩვენი ქვეყნის იმიჯი, რომელზეც პასუხისმგებელი ვართ ჩვენ მოქალაქეებთან და მერე რომელზეც პასუხისმგებელი ვართ ქვეყნის გარეთ,“ განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.