საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ იაპონიაში ვიზიტისას იაპონიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის ვიცე მინისტრთან, ტაკუმი იჰარასთან შეხვედრა გამართა.
საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და იაპონიას შორის ეკონომიკურ თანამშრომლობას. იაპონიის ვიცე მინისტრი მიესალმა ერთობლივ გადაწყვეტილებას, დაიწყოს ქვეყნებს შორის მოლაპარაკება ორმხრივი საინვესტიციო შეთანხმების შესახებ. როგორც შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს, ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველო-იაპონიის ურთიერთობების ინტენსიფიკაციას ეკონომიკის, ვაჭრობის, საინვესტიციო მიმართულებით.
„შეხვედრაზე იაპონიის ვიცე მინისტრმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი საქართველოს მნიშვნელოვან მოწინავე პოზიციებს საერთაშორისო რეიტინგებში, რითიც საქართველო მაღალი რეპუტაციით სარგებლობს, მათ შორის იაპონიის ბიზნეს წრეებში.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის ბიზნეს წრეებს შორის კავშირების გააქტიურების მნიშვნელობას. ვიცე მინისტრმა ტაკუმი იჰარამ მზადყოფნა გამოთქვა იმუშაოს იაპონურ კომპანიებთან საქართველოს საინვესტიციო და ბიზნეს პოტენციალის უკეთ გაცნობის მიზნით, ასევე მხარეებმა აღნიშნეს ერთობლივი ბიზნეს ფორუმების, შეხვედრების და სემინარების ორგანიზების აუცილებლობა", აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.