28-29 ნოემბერს თბილისში დაგეგმილი აბრეშუმის გზის ფორუმის დეტალები განიხილეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი გახარიამ და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა, ძი იანჩიმ სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, შეხვედრის ძირითად თემას საქართველოში დაგეგმილი „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ და მისი მოსამზადებელი სამუშოები წარმოადგენდა.
ჩინეთის ელჩთან საუბრისას, გიორგი გახარიამ, ჩინეთში ვიზიტი შეაჯამა, რომელიც „სარტყელი და გზა საერთაშორისო თანამშრომლობისთვის“ ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
პეკინში ვიზიტის დროს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ხელი მოაწერა ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, ელჩთან გამართულ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ გაფორმებული შეთახმება ორი ქვეყნის ეკონომიკურ ურთიერთობებს ახალ ეტაბზე გადაიყვანს რომელიც ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.
ვიზიტის დროს, მინისტმა რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა. მათ შორის, შეხვედრა გაიმართა ჩინეთის კომერციის მინისტრთან, სადაც მან მზადყოფნა გამოთქვა, რომ ჩინური მხარე აბრეშუმის გზის ჩინური მხარე თბილისში, აბრეშუმის გზის ფორუმის გამართვას მხარს დაუჭერს. აბრეშუმის გზის ფორუმი მეორედ გაიმართება, რომელიც ჩინეთში ჩატარებული „სარტყელი და გზა საერთაშორისო თანამშრომლობისთვის“ ფორუმის ლოგიკური გაგრძელება იქნება.
,,აბრეშუმის გზის ფორუმი“ თბილისში პირველად 2015 წელს ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა 30 ქვეყნის ათასზე მეტმა წარმომადგენელმა მიიღო. მათ შორის, ჩინეთის მთვრობის ხელმძღვანელმა პირებმა და 300-მდე მსხვილი ჩინური კომპანიის წარმომადგენელმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.