როგორც საკომიტეტო მოსმენების, ისე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის კვირეულის განმავლობაში, ცხადი იყო ასამბლეის მხარდაჭერა საქართველოს ძალისხმევისადმი - კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროატლანტიკურ საზოგადოებას, თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ამის შესახებ ნათქვამია ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის დირექტორის, ეთან კორბინის წერილში.
„ძვირფასო ბატონო იზორია, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის, რაიმონდ კნოფსის სახელით, მსურს, გულწრფელი მადლიერება გამოვხატო შაბათს, 27 მაისს, თბილისში გამართული საზაფხულო სესიის ფარგლებში, კომიტეტის წევრების წინაშე სიტყვით გამოსვლისათვის.
საკომიტეტო მოსმენამ, რომელშიც თქვენ, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად მონაწილეობდით, ბრწყინვალედ ჩაიარა. თქვენ საქართველოსა და რეგიონის წინაშე არსებული გამოწვევები განიხილეთ და მათ მიმართ თქვენი სახელმწიფოს საპასუხო ზომები წარმოადგინეთ. ჩვენმა დელეგატებმა უდიდესი სიამოვნებით მოისმინეს თქვენი ყოვლისმომცველი პრეზენტაცია, რომლის მნიშვნელობას შემდგომმა დისკუსიამ კიდევ უფრო გაუსვა ხაზი. დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული შეხვედრის დროს მიღებული ინფორმაცია ნატოს წევრი ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებს განსახილველად აუცილებლად დაუბრუნდება, რათა საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის და კერძოდ, ნატოს წევრი ქვეყნებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი თემები წინ წამოიწიოს.
როგორც საკომიტეტო მოსმენების, ისე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის კვირეულის განმავლობაში, ცხადი იყო ასამბლეის მხარდაჭერა საქართველოს ძალისხმევისადმი - კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროატლანტიკურ საზოგადოებას. ამ გზის გასავლელად ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ.
ჩემთვის დიდი პატივი იყო თქვენთან შეხვედრა. მადლობელი ვარ თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტთან თქვენი შეხვედრისა და გამოცდილების გაზიარებისთვის. თქვენმა წვლილმა მნიშვნელოვნად განაპირობა ასამბლეის წარმატებით ჩატარება. ველით თქვენს ასამბლეის მომავალ ღონისძიებებში მონაწილეობას. გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს თქვენი ერის სამსახურში", აღნიშნულია წერილში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.