პენტაგონის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატებისთვის მიუღებელია ჩინეთის მილიტარიზაცია სამხრეთ ჩინეთის ზღვის კუნძულებზე.
სინგაპურში უსაფრთხოების კონფერენციაზე საუბრისას, ჯეიმს მატისმა თქვა, რომ ამგვარმა ნაბიჯებმა ძირი გამოუთხარა რეგიონულ სტაბილურობას.
ჩინეთის ტერიტორიული პრეტენზიები რესურსებით მდიდარ სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე რამენიმე სახელმწიფოსთვის მიუღებელია.
როგორც BBC იუწყება, გენერალმა მატისმა კრიტიკის მიუხედავად, შეაქო კიდევაც ჩინეთი, მისი ძალისხმევების გამო, ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო და ბირთვული აქტივობების შესაკავებლად.
მისი კომენტარები მას შემდეგ მალევე გაკეთდა, რაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭომ ფხენიანის მიერ მიმდინარე წელს სარაკეტო გამოცდების სერიების გამო ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციები გააძლიერა.
უშიშროების საბჭომ შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებების შემდეგ სანქციებს მხარი ერთსულოვნად დაუჭირა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.