აშშ-ის ელჩი აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების მხარდამჭერთა რიცხვის გაზრდას „ძალიან კარგ“ ფაქტად მიიჩნევს
03-06-2017, 03:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იან კელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 71-ე სესიაზე საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციის - რომელიც აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნებას ეხება - მხარდამჭერთა რიცხვის გაზრდას „ძალიან კარგ“ ფაქტად მიიჩნევს და აცხადებს, რომ „უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მომავალშიც გავაგრძელოთ ყურადღების გამახვილება იმ სიძნელეებზე, რასაც იძულებით გადაადგილებული პირები საქართველოში აწყდებიან“.

 


„მათ მოუწიათ საცხოვრებლის დატოვება. აშშ ყოველთვის დაუჭერს მხარს ამ რეზოლუციას და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას იმისთვის, რომ დევნილებს შესაძლებლობა ჰქონდეთ თავიანთ სახლებს დაუბრუნდნენ“, განაცხადა იან კელიმ, რომელიც რუსეთის მოსაზრებას, რომ აღნიშნული რეზოლუცია ეჭვქვეშ აყენებს ჟენევის დისკუსიების ფორმატს, არ ეთანხმება.

 


„ჟენევის ფორმატი ძალიან მნიშვნელოვანია, შეერთებული შტატები ამ ფორმატს მხარს უჭერს, რადგან ის არის დისკუსიების ძირითადი ადგილი, სადაც ხვდებიან მხარეები და კონფლიქტის მოგვარების საკითხებზე მსჯელობენ... თუმცა, ნებისმიერი რეზოლუცია, რომელიც მხარს უჭერს დევნილთა დაბრუნებას საკუთარ სახლებში, ვერ იქნება ამ ფორმატის ხელისშემშლელი. შესაბამისად, ასეთი მტკიცება, რომ ეს რეზოლუცია რამენაირად ეჭვქვეშ აყენებს ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატს, არასწორია და მე არ ვეთანხმები“, განაცხადა იან კელიმ.

 


ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 71-ე სესიაზე საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ კიდევ ერთხელ მიიღო.

 


აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების მხარდამჭერმა დოკუმენტმა 80 ქვეყნის ხმა მიიღო. მხარდამჭერების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, ოთხით გაიზარდა.

 


საქართველოს მხარდამჭერთა შორის არიან - იემენი, ურუგვაი, სან ტომე და პრინსიპი, გამბია და პაპუა ახალი გვინეა.

 


რაც შეეხება რეზოლუციის მოწინააღმდეგეებს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, მათი რიცხვი, 2016 წელთან შედარებით, ერთით შემცირდა. ჩრდილოეთ კორეა და სუდანი კენჭისყრაში, წინა წლისგან განსხვავებით, არ მონაწილეობდნენ. ფილიპინების წარმომადგენელმა კი ხმა რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა.

 


შემცირდა იმ ქვეყნების რიცხვიც, ვინც კენჭისყრაზე თავს იკავებდა. თუ 2016 წელს ასეთი 64 ქვეყანა იყო, წელს თავი 61-მა შეიკავა.

 


საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციის წინააღმდეგი 14 ქვეყანა წავიდა, კერძოდ - ბელარუსი, ბურუნდი, სომხეთი, კუბა, ლაოსი, ნაურუ, ნიკარაგუა, ფილიპინები, რუსეთი, სამხრეთ სუდანი, სირია, ვენესუელა, ვიეტნამი და ზიმბაბვე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი