თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემრულებელმა თემურ ქოჩიაშვილმა საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი განახორციელა. ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტში მრავალასეულობითათასიანი პროექტი ხორციელდება და ძირითადი აქცენტი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზეა გაკეთებული.

როგორც თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ლესელიძის ქუჩაზე მიმდინარე გზის ნაპირსამაგრი სამუშაოები, რომლის პროექტის ღირებულება შეადგენს 129 ათას ლარს, დასრულებლია. ამ მონაკვეთზე, სადაც დაზიანებული იყო საყრდენი კედელი, რაც საფრთხეს უქმნიდა მძღოლებსა და ფეხით მოსიარულეებს, მოეწყო გაბიონი, აშენდა ახალი რკინა-ბეტონის საყრდენი კედელი, გაიმართა სანიაღვრე არხი და განხორციელდა სავალი გზის აღდგენითი სამუშაოები.

თერჯოლის გამგეობის ინფორმაციით, აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს ღვანკითი-ტელეფა-რუფოთის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთზე, სადაც 2,2 კმ-იან მონაკვეთზე დაიგება ასფალტი, გზის დაზიანებულ მონაკვეთებზე მოეწყობა გაბიონი და დამცავი რკინა-ბეტონის კედელი, ასევე გრუნტისა და ანაკრები რკინა-ბეტონის ღარებით მოეწყობა სანიაღვრე სისტემა. სამუშაოებს შპს „Nev Road“-ი აწარმოებს და პროექტის განხორციელებაზე 474 900 ლარი დაიხარჯება.

პარასკევს. თემურ ქოჩიაშვილმა ასევე მოინახულა სოფელ ზედა სიმონეთი-ძევრის დამაკავშირებელი გზის მოასფალტების სამუშაოები, სადაც გზის 1,5 კმ-იან მონაკვეთის აღდგენა ხორციელდება, მშენებლობას აქაც შპს „Nev Road“-ი აწარმოებს, ხელშეკრულების ღირებულება კი შეადგენს 339 900 ლარს შეადგენს. თერჯოლის გამგეობის ცნობით, აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება.
სოფლის მცხოვრებლებმა თემურ ქოჩიაშვილს თავიანთი პრობლემები გააცნეს, რაზეც თერჯოლის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა შესაბამის სამსახურს დაუყოვნებელი რეაგირებისაკენ მოუწოდა.

„უახლოეს პერიოდში სხვა საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების დაწყებაც იგეგმება: ქ. თერჯოლაში რუსთაველის მ-2 ჩიხის (საკონსერვოს უბანი) რეაბილიტაცია ა/ბეტონის საფარით, სანიაღვრე არხებითა და ბოგირებით და სოფ. ზედა საზანოში 26 მაისის უბანთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია ბეტონის საფარითა და სანიაღვრე სისტემით“, აცხადებენ თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.