გია ხუხაშვილი: არავინ იცის სად მიიღება გადაწყვეტილება, კვირიკაშვილი კი არ ვიცი, თავად არ უნდა, თუ უკრძალავენ, მაგრამ ფაქტია - ყველა ქმედებით ხაზს უსვამს, რომ პოლიტიკაში არ ერევა
03-06-2017, 06:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პოლიტოლოგი, საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ეკონომიკური მრჩეველი გია ხუხაშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში „სრული ქაოსის“ და „ბარდაგის“ შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ იმ ფონზე, როცა პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის სახით „გვყავს პოლიტიკური ლიდერი, რომელიც პოლიტიკაში არ ერევა“ და „არავინ იცის სად მიიღება გადაწყვეტილება“ – ცხოვრება „აბსურდის თეატრში“ ცხოვრებას დაემსგავსა.

 


აღნიშნულის შესახებ ხუხაშვილმა გაზეთ „ახალი თაობისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

 


„ქვეყანაში არის სრული ქაოსი. არ არსებობს არანაირი ვერტიკალი, არ არსებობს პოლიტიკური ცენტრი, მოკლედ არაფერი არ არსებობს, სრული „ბარდაგია“. არავინ იცის სად მიიღება გადაწყვეტილება და ვინ რას აკეთებს. მერე იწყება სისულელეების კომენტირება და ყველა სხვადასხვა რამეს ამბობს. ხელისუფლებაში ერთიანობა არ არსებობს. მეტიც - ხელისუფლებაში არ არიან ადამიანები, რომლებსაც პოლიტიკური აზროვნების უნარი აქვთ... ცალკე საუბრის თემაა გიორგი კვირიკაშვილი, ის არის მთავრობის მეთაური, მაგრამ პოლიტიკაში არ ერევა. წარმოგიდგენიათ, რა აბსურდის თეატრში ვცხოვრობთ, რომ გვყავს პოლიტიკური ლიდერი, რომელიც პოლიტიკაში არ ერევა! არ ვიცი, თავად არ უნდა, თუ უკრძალავენ, მაგრამ ფაქტია - ყველა ქმედებით ხაზს უსვამს, რომ არ ერევა. ამას არანაირი ახსნა არ აქვს გარდა იმისა, რომ ქვეყანაში სრული ქაოსია“, აცხადებს გია ხუხაშვილი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი